ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ

ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ ივანიშვილის რეჟიმის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.
სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.