არქივი12 თებერვალი, 2025, 23:40
ჯო უილსონი - ვულოცავ ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორს, ტულსი გაბარდს - მას ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოებისადმი ღრმა საფრთხე

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ტულსი გაბარდს ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშვნას ულოცავს.
მისი თქმით, გაბარდს ესმის „ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოებისადმი ღრმა საფრთხე“.
“ვულოცავ ჩვენი ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორს, ტულსი გაბარდს!
დირექტორი გაბარდი თბილისს როგორც წარმომადგენელთა პალატის წევრი სტუმრობდა და მას ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოებისადმი ღრმა საფრთხე.
მადლობელი ვიყავი იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი წარმედგინა”, - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.