ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე - საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში!

ჯო უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე - საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში!

საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ­და დაიცვას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში და რეპრესიები, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა.
„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. „ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯო უილსონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.