ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, გადადოს ვიზიტი საქართველოში

ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, გადადოს ვიზიტი საქართველოში

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარეს, ფერიდუნ სანირლიოღლუს მოუწოდებს, არ ჩამოვიდეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. მისი თქმით, ეს აღიქმება როგორც “ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების” მხარდაჭერა.
“როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივანს, სანირლიოღლუს გადადოს მისი ვიზიტი თბილისში. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან მხოლოდ არასწორად წარმოჩნდება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ ეუთოს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ ვიზიტს მომდევნო კვირაში გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.