ჯო უილსონი: “ანტიამერიკულ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სიკვდილამდე ეშინია, ამერიკელებმა შეიტყონ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან შეკრულები არიან

“ანტიამერიკულ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სიკვდილამდე ეშინია, ამერიკელებმა შეიტყონ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან შეკრულები არიან. ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს ხაზს უსვამენ. ირანის დასამარცხებლად, დაამარცხეთ “ქართული ოცნება””, – წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.
უილსონი პოსტს ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჯონ უოლტერსის განცხადების პასუხად წერს – უოლტერსმა ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნების შემდგომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით “სერიოზული შეშფოთება გამოხატა” და აღნიშნა, რომ ის საჯაროდ ხელმისაწვდომ, გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა
7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , თავდაცვის ყოფილი მინისტრი, , საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა.
სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
3 მარტს “ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს -ის ერთგულ მოკავშირეში”. კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა