ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს - სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს

ჯო უილსონი - ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს - სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს

ამერიკელმა კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
მისი თქმით, სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.
„ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ CCP-ს [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და ირანის მარიონეტული რეჟიმის ფიქტიურ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.