ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს

ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს

ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.
„თბილისის „სივილ ნიუსი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ კორუფციულმა ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ განცხადება გაავრცელა დემოკრატიის წინააღმდეგ. ციტატა: „ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია და ჯო უილსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია".
„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო.
ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს.
ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს“, - განაცხადა უილსონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.