ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან

ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან
მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთავენ იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულობებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.
„კონგრესმენი ჯო უილსონი ფულის სანაცვლოდ მისთვის სინამდვილეში უინტერესო ქვეყანაზე, საქართველოზე შეკვეთილი შინაარსით საუბრობს და ოპოზიციისათვის საჭირო პოლიტიკურ კონტენტს ქმნის. “ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც. მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთავენ იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულობებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები. გულწრფელი გულშემატკივრობა ქართული სახელმწიფოსადმი თუ მხოლოდ ფული?! რა თქმა უნდა მხოლოდ ფული! ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.“ – წერს მეგრელიშვილი.
Next: სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და “სახრავი ძვალი” არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც – აშშ-ში “ნაცების” $360-ათასიანი კონტრაქტი დაფიქსირდა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს