ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენს ისევ კორონავირუსი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაავადდება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა.
17 ივლისს, ტესტირების დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ლას-ვეგასის აეროპორტიდან გაემგზავრა დელავერის შტატში და გამოჯანმრთელებამდე თავის სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.
პრეზიდენტის ექიმმა კევინ ო’კონორმა მედიას აცნობა, რომ ჯო ბაიდენს სურდო და მსუბუქი ხველება აქვს და ანტივირუსულ პრეპარატ „პაქსლოვიდს“ იღებს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, პრეზიდენტს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, კარანტინის პერიოდს დელავერში, თავის სახლში გაატარებს და დროებით სახლიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
81 წლის ჯო ბაიდენს კორონავირუსი უკვე მესამედ აქვს. 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ დაინფიცირდა. პირადი ექიმის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმის იყო. ჯო ბაიდენი COVID-19-ის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით პირველად 2020 წლის დეკემბერში აიცრა და შემდეგ რამდენჯერმე ბუსტერ-დოზაც გაიკეთა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, პრეზიდენტის ექიმის ჩანაწერების მიხედვით, ჯო ბაიდენმა ბოლო ბუსტერ-დოზა 2023 წლის სექტემბერში მიიღო.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.