ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ახლა უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის კატასტროფად იქცა. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და მონდომების წყალობით და აშშ-ის მხარდაჭერით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებას ხაზი გაუსვა.
„როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ფიქრობდა, რომ კიევს ხელში რამდენიმე დღეში ჩაიგდებდა. თითქმის სამი წლის შემდეგ კიევი კვლავ თავისუფალია. რუსეთს უკრაინის განადგურება სურდა. დღეს უკრაინა თავისუფალ და დინამიურად განვითარებად დემოკრატიად რჩება. რუსეთს უკრაინის არმიის განადგურება სურდა. დღეს ეს არმია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. რუსეთს ნატო-ს დაშლა სურდა. ნაცვლად ამისა, ნატო უფრო ძლიერი, დიდი და ერთიანი გახდა“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.