ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის შეხვდა პოლიციას, სახანძრო და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომლებიც ებრძვიან ხანძარს ამ მხარეში და კალიფორნიისთვის დიდი კატასტროფის დეკლარაცია დაამტკიცა, მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი მოგზაურობა იტალიაში და მომდევნო დღეებში ორიენტირებული იყოს ფედერალური რეაგირების წარმართვაზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის ვიზიტი იტალიასა და ვატიკანში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი და მოიცავდა შეხვედრებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. ეს ჯო ბაიდენის ბოლო ვიზიტი უნდა ყოფილიყო საზღვარგარეთ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე.
ლოს-ანჯელესის გარშემო სულ მცირე ექვსი ხანძარი მძვინვარებს, მათ შორის ყველაზე დიდი პასიფიკ-პალისეიდსში, რომელიც, დაახლოებით, 64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ერთ-ერთი ხანძარი ჰოლივუდში გაჩნდა, ცეცხლმა ცნობილი ჰოლივუდის ბულვარამდე რამდენიმე ასეულ მეტრში მიაღწია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუაციის ბრძანება 130 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ხანძარმა 1 500-მდე შენობა გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს