ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვეს
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა 1215 პარტიული დელეგატი მოიპოვა, ხოლო ჯო ბაიდენმა - 1968.
„რესპუბლიკური“ პარტიის ნომინაციის მოპოვების შემდეგ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა აღნიშვნის დრო არ არის და მთელ ყურადღებას კონკურენტის დამარცხებას უთმობს, რომელსაც მან აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.
ჯო ბაიდენის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ამომრჩევლების ფართო კოალიციამ ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი შურისძიების კამპანიას აწარმოებს და ამერიკის იდეას საფრთხეს უქმნის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.