ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა მიჩიგანის პრაიმერიზებში გაიმარჯვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიჩიგანის დემოკრატების პრაიმერიზში გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასათან, Edison Research-ის პროგნოზით, მიჩიგანში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა კონკურენტს, ნიკი ჰეილის დიდი სხვაობით მოუგო.
Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ მიჩიგანი გადამწყვეტ როლს შეასრულებს 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ერთმანეთს, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების დროს მიჩიგანში ბაიდენმა ტრამპს მხოლოდ 2.8 პროცენტით აჯობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.