ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტი, ასევე, უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც თითქმის 3,100 გვერდია, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო წარმომადგენელთა პალატამ 310-118-ის წინააღმდეგ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.