ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან ახლა ძალიან ახლოს ვართ

„ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ აყვანილი დაახლოებით 240 მძევლებიდან ნაწილის გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ.”
“ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ამ მძევლების ნაწილის სახლში დაბრუნებას ძალიან მალე შევძლებთ…
მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა, ვინაიდან, არაფერი არ არის გაკეთებული, სანამ არ გაკეთდება. ამ მომენტისთვის ვითარება კარგად გამოიყურება”, - განაცხადა ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.