ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე - მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი ის ხვალ მის მაგიდაზე მოხვდება.
„მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს და მივმართავ ამერიკელ ხალხს, როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდას მიაღწევს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა. აუცილებლობა გადაუდებელია: უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელმაც ირანის მხრიდან ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო თავდასხმები განიცადა; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სირთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.
„ეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან “, - განაცხადა ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.