ჯო ბაიდენი – პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე – ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა – სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა

ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა – სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია.
არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც.
დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობენ, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა – სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა”, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო