– პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო – ის ყველას პაპი იყო, ის ხალხის პაპი იყო

პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, – ასე ეხმაურება -ის ყოფილი პრეზიდენტი, რომის პაპის გარდაცვალებას.
„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. რაც მთავარია, ის ყველას პაპი იყო. ის ხალხის პაპი იყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ფრანცისკეს გარდაცვალებას -ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა.
„თავისი თავმდაბლობითა და ჟესტებით, რომელიც ერთდროულად მარტივი და ძლიერი იყო, მან შეგვახსენა, რომ ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე ჩვენ მორალური ვალდებულებები გვაკავშირებს“, – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა