ჯო ბაიდენი - ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება
ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლებელია თუ არა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, უპასუხა, რომ „არა, არ არის“.
გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება, რადგან იგი ისრაელის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.
„ვფიქრობ, ჩვენ რაღაცის მოფიქრებას შევძლებთ. ვფიქრობ, არსებობს გზები, რომლითაც ამან შეიძლება იმუშაოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.