ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი კურსკში უკრაინელების შეტევაზე - ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში ნამდვილ დილემას უქმნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივ კავშირში არიან უკრაინელებთან ამ ნაბიჯის შესახებ.
„ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას ახორციელებენ. გუშინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.