ჯო ბაიდენი ისრაელ-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარულ პაუზას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარულ პაუზას უჭერს მხარს. ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს ინფორმაციას.
ბაიდენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ჩემი აზრით, პაუზა გვჭირდება“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს – თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა