ჯო ბაიდენი – ისრაელი, ღაზის დაბომბვის გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ღაზის სექტორის “განურჩეველი დაბომბვის” გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.
“ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. მას ჰყავს ევროკავშირი, ევროპა, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას განურჩეველი დაბომბვით, რომელიც ხდება”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და რომ ისრაელს ამის სრული უფლება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობა, ისევე როგორც მისი პოზიცია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე. კონფლიქტის დასასრულებლად აღნიშნული მიდგომის გამოყენებას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ის ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელთან ერთად იარსებებს.
“ეს არის ყველაზე კონსერვატიული მთავრობა ისრაელის ისტორიაში. ისრაელის ეს მთავრობა ძალიან ართულებს მას. მათ არ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა“, – აღნიშნა ბაიდენმა.