ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და იტყვის: “ჯო, გამოდი რბოლიდან“ - მე რბოლიდან გამოვიდოდი - ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოდის

ჯო ბაიდენის განცხადებით, საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას არ აპირებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ABC News-ს მისცა.
„თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და იტყვის: „ჯო, გამოდი რბოლიდან“. მე რბოლიდან გამოვიდოდი. ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობების შესასრულებლად საჭირო გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და ასე რომ არ ფიქრობდეს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.