ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იორდანიის მეფეს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იორდანიის მეფეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და იორდანიის მეფე, აბდულა ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებებს გამართავენ, შემდეგ კი მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ღაზაში ომის დასრულება იქნება.
ცნობისთვის, ვაშინგტონში გამგზავრებამდე იორდანიის მეფემ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჰაერო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.