ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრამპის დასამარცხებლად ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთია.
„იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს არ გაეკაროს, ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან“, - დაწერა ბაიდენმა X-ზე.
ბაიდენის საარჩევნო კამპანიის განცხადებით კი, გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.
შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.