ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატების წესებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი დონალდ ტრამპი დებატების წესებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი ავრცელებს.
დებატები, რომელიც 27 ივნისს გაიმართება, 2024 საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იქნება ბაიდენსა და ტრამპს შორის.
კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ დებატების განმავლობაში მიკროფონი იქნება გამორთული, ვიდრე ერთი ილაპარაკებს. მათ არ ექნებათ საშუალება, თან იქონიონ წინასწარ დაწერილი ტექსტი. დებატების დაწყებამდე მათ გადაეცემათ კალამი, ფურცელი და წყალი.
ასევე, როგორც ცნობილია, წელს პირველად, დებატებს არ ეყოლება აუდიტორია. ტრანსლაცია „სიენენის“ ეთერით მოხდება, რომლის მოდერატორებიც იქნებიან ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.