არქივი26 სექტემბერი, 2024, 16:40
ჯო ბაიდენი გერმანიაში „რამშტაინის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც ლიდერების დონეზე გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქტომბერში გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მოიწვევს, რომელიც ლიდერთა დონეზე გაიმართება.
„მომავალ თვეში მოვიწვევ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ლიდერების დონეზე გერმანიაში, რათა კოორდინირება გაეწიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინისთვის 7.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოიყოფა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.