ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს შეხვდება

ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება.
Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს.
ბაიდენი გერმანიაში გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის უნდა ჩასულიყო, რომლის ჩატარებაც რამშტაინის სამხედრო ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო, რომელიც მის ქვეყანას დაატყდა თავს.
თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ნოემბერში, ონლაინ ფორმატში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.