არქივი23 სექტემბერი, 2024, 22:43
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის მუშაობს

აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის მუშაობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი გუნდი კოლეგებთან მუდმივ კონტაქტშია და დეესკალაციისთვის ვმუშაობთ, რათა ადამიანებმა სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 1100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.