ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს

ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვასა და აღსასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსს დაუჭერს.
ამერიკის პოლიტიკური საზოგადოება მოელის, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის მიზნით საკონსტიტუციო შესწორებას მოითხოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.