ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - აშშ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ერთგულია

აშშ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ერთგულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ შია ალ-სუდანთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„ირანმა ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო საჰაერო შეტევა განახორციელა და ჩვენ ისრაელის დასაცავად უპრეცედენტო სამხედრო ძალისხმევა გავწიეთ. პარტნიორებთან ერთად ჩვენ ეს შეტევა მოვიგერიეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის უსაფრთხოებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ერთგული რჩება.
„აშშ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ერთგულია. ჩვენი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა, რაც მძევლებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს და კონფლიქტის იმაზე მეტად გავრცელებას ხელს შეუშლის, ვიდრე ეს ახლა არის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.