არქივი16 ნოემბერი, 2023, 11:54
ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინ პინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა - ჩინეთის საგარეო უწყება
ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინპინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყება ბაიდენის განცხადებას.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შტატების პრეზიდენტის სიტყვები მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, ყოველთვის არსებობენ გარკვეული ფარული მოტივების მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების გაფუჭებას.
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობენ ფარული მოტივების მქონე ადამიანებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.