ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს.
„სანქციები იქნება ყველაზე დიდი ტრანში პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ და მიმართული იქნება რუსეთის, მისი ხელშემწყობებისა და მისი ომის მანქანის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სანქციები დაწესდება როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს სანქციებს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაუწესებს, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.