ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი – მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს

მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს, – განცხადებას ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მზია ამაღლობელის განაჩენისა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას და შემაშფოთებელ ნიშანს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს