ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯორჯია მელონი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება - პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, დიდი ხნის წინ შეგვეშინდებოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები არ აშინებს.
მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს თავის საქმის კეთება, რადგან ეს საუკეთესო გარანტიაა, ესკალაციისთვის თავის ასარიდებლად.
„ვფიქრობ, ვითარება არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ, დასავლეთმა უკვე შეძლო. ეს რეალურად, საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, დიდი ხნის წინ შეგვეშინდებოდა“, - განაცხადა მელონიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.