არქივი16 მაისი, 2025, 22:36
ჯორჯია მელონი - საჭიროა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს

საჭიროა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
„საჭიროა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დავინახეთ, ვინ არის მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად მზად და ვინ, მეორე მხრივ, ნაკლებად მოსურნეა“, - განაცხადა მელონიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.