„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 7 მაისს, საგურამოს სათავე ნაგებობის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები დილის 09:00 მიმდინარეობს.
აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 7 მაისს დილის 09:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
გლდანი-ნაძალადევის რაიონში: ლიბანის, ბარისახოს, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას,მიდელაურის, შენგელაიას, მაისურაძის, გულისაშვილის, ინგუშეთის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის IIIა ,V,VI,VII,VIII მიკრო რაიონებს, გდანულის დასახლებას, ჭრებალოს, ვარდევანის,, ხეჩუაშვილის, 9 ძმა ხერულიძის, ანდრონიკაშვილის, ვეკუას,შეშელიძის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ