ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 სექტემბერს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.