არქივი8 აპრილი, 2024, 08:37
„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.
„ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.
ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.