ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯორჯიან ეარვეისი“ პეტერბურგშიც იფრენს

თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის „ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს.
კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე დამატებულია რუსეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის მიმართულება. არსებული ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი“ სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოში, ოთხშაბათსა და კვირას იფრენს.
ბილეთის ფასები, ერთი მიმართულებით, 700 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მოსკოვის მიერ შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023-ის მაისში აღსდგა, რის შემდეგაც პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანიებმა და „ჯორჯიან ეარვეისმა“ დაიწყეს.
ფრენების აღდგენას მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის ნეგატიური რეაქცია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.