ჯონ კირბი: აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმის შესახებ
აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმაზე, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მოჰყვა new York times-ის მიერ მომზადებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ერთი წლით ადრე მიიღო, თუმცა ის სათანადოდ არ შეაფასა.
„დაზვერვამ აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა ამ დოკუმენტებზე“, - აცხადებს კირბი.
კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობას, კირბიმ პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ისრაელს ექნება დრო, რომ გამოიძიოს, რა გაკეთდა არასწორად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.