ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება - თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენს

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სადაც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შედეგებს აჯამებს.
„ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების გამოცდა იქნება“, - წერს ბორელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.