ჯოზეფ ბორელი – საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება

მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
„დღეს საორიენტაციო დებატებია, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს