ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეტევა "ჰუმანიტარულ კატასტროფას" უტოლდება.
„რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან დევნილი პირია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.