ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი – მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.
კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბორელთან მისი საუბარი შეეხო ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის მომზადებასა და მცდელობებზე, რომელიც რუსეთის აგრესიის დასასრულებისკენაა მიმართული.
„სანამ რუსეთის ბარბაროსული ომის დანაშაულები გრძელდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა. ევროკავშირის მე-5 პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს და იყოს რაც შეიძლება მკაცრი“, – აღნისნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამის საპირისპიროდ, ბორელმა საკუთარ „ტვიტში“ არ ახსენა სანქციების მორიგი რაუნდი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეინარჩუნებს ზეწოლას“ რუსეთზე.
„დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, – განაცხადა ბორელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.