ჯოზეფ ბორელი – ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე

ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.
გაერო აღიარებს და არაერთხელ უღიარებია პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. არავის არ შეუძლია ამაზე ვეტოს დადება,” – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, ბორელი 22 იანვარს თავმჯდომარეობდა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, და ასევე ისრაელის, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა