ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ - მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ Patriot-ები გვაქვს, ანტისარაკეტო სისიტემები გვაქვს. ჩვენ ისინი საწყობებიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც ისინი ყოველი შემთხვევისთვისაა განთავსებული და უკრაინაში გავგზავნოთ, სადაც ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების გარეშე უკრაინის ელექტროსისტემა განადგურდება და ასევე, ევროპა მხოლოდ აშშ-ს არ უნდა დაეყრდნოს.
„ჩვენ მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და იმის თქმა, რომ „აშშ ამას გააკეთებს“ შევწყვიტოთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.