ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი, ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა აქვთ.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ. ევროკავშირის გაფართოება ტრანსფორმაციულ პოლიტიკას წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოებას, სამართლიანობასა და დემოკრატიას აძლიერებს და ასევე, ევროპელების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ ევროპულმა ოჯახმა ათი ახალი წევრი მიიღო, რაც გაბედული ნაბიჯი იყო, რომელმაც ევროპა კიდევ უფრო მეტად გააერთიანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.