ჯოზეფ ბორელი აპირებს, ევროკავშირს შესთავაზოს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის 90% უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% უკრაინისთვის, ევროპის ფონდის მეშვეობით, იარაღის შესაძენად გამოიყენონ.
ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბლოკს ასევე შესთავაზებს, დარჩენილი 10% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხოს, რათა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენონ.
მისი თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ოთხშაბათს, 21-22 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ წარუდგენს.
შეგახსენებთ, დასავლეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.