ჯინ შაჰინი – საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ.
„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, – წერს სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს